ახალი ამბები
შოთა მურღულია smk-ზე - "შესაძლოა, კვლავ შეიცვალოს მენეჯმენტი"
FaceBook
ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ,  კომპანია smk-- ს მუშაობით უკმაყოფილება გამოთქვა და მათი მენეჯმენტის კიდევ ერთხელ  შეცვლა არ გამორიცხა.
ქალაქის მერის თქმით, წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია დაზიანებული გზების აღდგენას აჭიანურებს, რის გამოც, შესაძლოა, ადგილობრივმა თვითმმართველობამ მენეჯმენტის შეცვლა მოითხოვოს.

"ერთხელ უკვე შეიცვალა მენეჯმენტი და შესაძლოა, კიდევ ერთხელ შეიცვალოს. რამდენიმე ადგილია ქალაქში, სადაც აგვიანებენ მათ მიერ გაჭრილი გზების ჩაგებას.  მესმის, რომ ეს შესაძლოა, საზოგადოებისთვის  არ იყოს დამშვიდების საშუალება, მაგრამ ეს ჩვენთვის არის  ბერკეტი პრობლემის მოსაგვარებლად",-განაცხდა შოთა მურღულიამ.

კომპანია smk ქუთაისში წყლის სისტემის რეაბილიტაციას გასული წლიდან  ახორციელებს.

კომპანიის მუშაობით უკმაყოფილება არაერთხელ გამოთქვა "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, რომლის კონტრაქტორიცაა smk.

მოგვიანებით, კი smk-ს  ადგილობრივი წარმომადგენლობა შეიცვალა.

კომპანიას თითქმის ერთი წელი დასჭირდა  წყლის სისტემის შესაცვლელად და გზის საფარის აღსადგენად ასათიანის ქუჩაზე.

ამავე თემაზე:

ინფრასტრუქტურის მინისტრი - ქუთაისში წყლის სისტემის რეაბილიტაცია გაჭიანურდა (ვიდეო)

გზის საფარის შეჩერებული რეაბილიტაცია ასათიანის ქუჩაზე (ვიდეო)

"სამუშაოებს მივატოვებთ"- წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე დასაქმებულების გაფიცვა ქუთაისში (ვიდეო)







Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.