ახალი ამბები
ქუთაისში, სადაც ნაძვის ხეები მოჭრეს, ხუთსართულიანი სასტუმრო აშენდება
FaceBook
ქუთაისში, ნინოშვილის ქუჩაზე, სადაც მიმდინარე წლის 13 აპრილს, ნაძვის ხეები მოჭრეს ხუთსართულიანი სასტუმრო აშენდება. 

ამის შესახებ ქუთაისიპოსტს თან ომარ თოთაძემ განუმარტა, რომელიც მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა. მისი თქმით, სასტუმროს პირველ-ორ სართულზე კომერციული ფართი, ხოლო დანარჩენებში სასტუმრო იქნება.  


მოჭრილი ნაძვის ხეები  ნინოშვილის ქუჩაზე

"შენობის პროექტი ჯერჯერობით არ არსებობს.  ვფიქრობ, ორ-სამ თვეში წარვადგენ მერიაში. ხეები იყო შუაგულში, სადაც სასტუმროს ვაშენებთ, ამიტომ მოვჭერით ორი ხე. ეს ფართი მცირეა სასტუმროსთვის, ერთი 100 კვ. მ-ის დამატება კარგი იქნებოდა", - ამბობს ომარ თოთაძე. 

ომარ თოთაძემ ნინოშვილის ქუჩა #61-ში მდებარე 155,0კვ მ მიწის ნაკვეთი გასულ წელს აუქციონზე შეიძინა.  

ქუთაისის მერიიდან მიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ ქონების საწყისი ფასი 19 375 ლარს შეადგენდა, ხოლო გასული წლის 16 დეკემბერს  გამარტულ აუქციონზე ომარ თოთაძემ ის  22 375 ლარად შეიძინა.  შეთავაზების შემდეგ გახდა გამარჯვებული.

ომარ თოთაძეს ამ ობიექტის გარდა,  მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ,  ნონოშვილი ქუჩა #59-ა-ში  202,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ფლობს, რომელიც  2014 წელს ესეც აუქციონზე შეიძინა.  მერიიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით მიწის ნაკევთის  საწყისი ღირებულება აუქციონზე  18 382 ლარს შეადგენდა, რომელიც თოთაძემ  2014 წლის 23 იანვარს 20 382 ლარად შეისყიდა.

ქუთაისში ნინოშვილის ქუჩაზე 2 ნაძვის ხე მოჭრეს.

"ნარმანია გახდა ქუთაისის მერი თუ რა ხდება ამ ქალაქში. არ აქვს მნიშვნელობა კერძო არის ნაკვეთი თუ საჯარო, მწვანე საფარი არ უნდა განადგურდეს ასე", –ამბობს ქუთაისში მცხოვრები, ომარ გვიშიანი და აღნიშნავს, რომ ხეების მოჭრა კერძო მესაკუთრემ ნებართვების დაცვით განახორციელა.
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ ნაკვეთი კერძო საკუთრებაშია და ამ შემთხვევაში არანაირ რეგულაციას არ ექვემდებარება.

ამავე თემაზე:

ქუთაისში ნაძვის ხეები მოჭრეს

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.