ქუთაისში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გალა-კონცერტი
გაიმართება.
სცენის მონტაჟისთვის ქუთაისის მერიამ მიმდინარე წლის 24 აპრილს 12 000
ლარის ღირებულების ტენდერი (SPA170006024) გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით გამარჯვებულმა კომპანიამ 2017 წლის
26 მაისისთვის - აპარატურისა და სცენის მონტაჟი შემსყიდველის მიერ
მითითებულ ადგილზე და კონცერტის შემდეგ დემონტაჟი და უკან წაღება -
უნდა უზრუნველყოს.
ასევე მან 90 წუთი კონცერტის შეუფერხებელი განათება უნდა
განახორციელოს. ასევე, გამარჯვებული კომპანიის ვალდებულებაა ერთი დღის
განმავლობაში სცენის დემონტაჟი, რომელიც ალუმინის კონსტრუქციისგან
იქნება აწყობილი.
ქუთაისში, 26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით გასამართი
გალა-კონცერტისათვის საკონცერტო სცენითა და განათებით მომსახურების
სახელმწიფო შესყიდვისთვის განაცხადების მიღების ვადა მიმდინარე წლის
15 მაისს იწურება.
მასალის გამოყენების პირობები