ახალი ამბები
ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ სასამართლოს განჩინება სააპელაციოში გაასაჩივრა
FaceBook

ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციამ საქალაქო სასამართლოს  მიერ მიღებული გადაწყვეტილება  გაასაჩივრა.


საქმე ეხება, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 30 მარტს გამოტანილი განჩინებას, რომლის მიხედვითაც ბაღების გაერთიანებასა და მის 21 თანაშრომელს შორის სასამართლო დავა დროებით შეჩერდა.

ქუთაისის ბაღების გაერთიანების იურისტის თქმით, დავის დროებით შეჩერების მიზეზი მისთვის გაუგებარია.

"რამდენიმე თვის წინ მე ვითხოვდი საქმის შეჩერება და არ დააკმაყოფილეს. ახლა სრულიად გაუგებარია მოსამართლე ციცინო კიკვაძემ რატომ შეაჩერა ეს დავა", -  ამბობს ქუთაისი ბაღების გაერთიანების იურისტი, რამაზ იობიძე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ციცინო კიკვაძის მიერ  გამოცემული განჩინების მიხედვით, სასამართლო დავა მანამ არ განახლდება ვიდრე, საბავშვო ბაღის ნაწილი თანამშრომლების საქმე, რომელსაც უზენაესი სასამართლო განიხილავს, არ დასრულდება

ააიპ ორგანიზაციამ თავდაპირველად სარჩელი 187 თანამშრომლის წინააღმდეგ შეიტანა, თუმცა, მოგვიანებით 158 ადამიანზე სასამართლო დავა შეწყვიტა. გაერთიანებაში განმარტავენ, რომ სასამართლო დავა მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც გაფიცული თანამშრომლების ნაწილმა "აღიარა", რომ გაფიცვა არაკანონიერი იყო.

ქუთაისის # 1, 13, 15 და 17 ბაგა-ბაღებში 2015 წლის 11 დეკემბერს 187 თანამშრომელი, პირობების გაუმჯობესებისა და სახელფასო ანაზღაურების მომატების მოთხოვნით გაიფიცნენ.


ამავე თემაზე:

ქუთაისის ბაგა–ბაღების 187 თანამშრომლის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო
ქუთაისის ბაღების გაერთიანებამ 132 თანაშრომლის წინააღმდეგ სასამართლო დავა შეწყვიტა

ბაღების გაერთიანების მიერ თანამშრომლების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს სასამართლო 30 მარტს განიხილავს

ქუთაისის საქალაქო სასამართლო ბაღების თანამშრომლების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს  30 მარტს განიხილავს

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბაღების თანამშრომლების წინააღმდეგ პროცესი შეაჩერა

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.