9 აპრილს დატრიალებული ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა. ქუთაისის
თვითმმართველობის წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი
გვირგვინით შეამკეს.
ქუთაისის მერმა, ადგილობრივი თვითმმართველობის და იმერეთის
სამხარეო ადმინისტრციის წარმომადგენლებთან ერთად 9 აპრილის
მემორიალზე სანთლები დაანთეს.
"ეს დღე ასოცირდება ჩვენი ხალხის ბრძოლასთან დამოუკიდებლობისთვის.
ჩვენს მომავალ თაობებს უნდა ვასწავლოთ ამ დღის სიყვარული და
მნიშვნელობა. ქუთაისში 9 აპრილის ძეგლს არ ჰქონდა სათანადო ადგილი,
ჩვენ მას მოვუძებნეთ ყველაზე კარგი ადგილი და ასეც უნდა იყოს, რადგან
ეს დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანია",
- განმარტა შოთა მურღულიამ.
მასალის გამოყენების პირობები