ქუთაისის მერია აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სასურსათო
ნობათის დაარიგებას მიმდინარე წლის 10 აპრილს
დაიწყება და სამი დღე გაგრძელდება.
სურსათების გაცემა აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ფოლკლორის
სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მოხდება.
ნობათების დარიგებას ქუთაისი მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში
გამარჯვებული კომოპანია "შპს ტენდერი 123" განახორციელებს.
თითო-თითო ცალი გაყინული ქათამი, შედედებული რძე,პასქა, ზეთი,
შოკოლადის კანფეტი, მაიონეზი, კარაქი, კვერცხი, პურის ფქვილი, 2
კილოგრამი შაქარი - ამ პროდუქტებს მიიღებს ქუთაისის
მერიის მიერ შერჩეული 2 786 ბენეფიციარი.
"შპს ტენდერი 123"-ში აცხადებენ, რომ ქუთაისში ნობათების
მიღებაზე სულ 2 676 განაცხადი შევიდა, თუმცა მოგვიანებით მას კიდევ
დაემატა შემწეობის მიმღებთა რიცხვი.
"ტენდერში ვაჭრობის შემდეგ, თანხები დაიზოგა , ამიტომ კიდევ დავამატეთ
ბენეფიციარები და სულ 2786 ბენეფიციარი მიიღებს საარდგომო ნობათს", -
ამბობს "შპს ტენდერი 123" დირექტორი, ამირან ჩიტაშვილი.
"შპს ტენდერი 123" ნობათების დარიგებისთვის ქუთაისის მერიის
ბიუჯეტიდან 77030.8 ლარს მიიღებს
როგორ ელოდებიან სააღდგომო ნობთებს ბენეფიციარები და რამდენად
მნიშვნელოვნია ეს პროდუქტები მათთვის, ნახეთ ოთხშაბათს, 12
აპრილს სიუჟეტი ქუთაისიპოსტზე.
მასალის გამოყენების პირობები