ამ წუთებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოლევში
ეკალ-ბარდებზე გაჩენილ ხანძარს აქრობენ.
შემთხვევა ნახევარი საათის წინ მოხდა.
"ეკალბარდების გაწმენდა მიმდინარეობს. შეიძლება, ვინმემ
სიგარეტის ნამწვი დააგდო და იმან გააჩინა ხანძარი", - განმარტავენ
ადგილობრივები.
სახანძრო სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის
ლოკალიზებას ოთხი ერთული სპეცტექნიკა ახდენს.
მათივე ცნობით, დღეს წყალტუბოში საცხოვრებელი სახლიც დაიწვა.
შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
მასალის გამოყენების პირობები