"გვჭირდება სასრიალო მოედანი, რომელსაც დაგვპირდნენ" - ქუთაისელი სკეიტერების მოთხოვნა
16:06 / 04.04.2017
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან
დანაპირების შესრულება სკეიტერებმა საპროტესო აქციით მოითხოვეს.
ქუთაისში არსებული სკეიტერთა ჯგუფი, მერიისგან სასრიალო მოედნის
მოწყობას და ორმაისობის დღესასწაულის ღონისძიებებში ჩართვას
ითხოვენ.
აქციის მონაწილეების თქმით, მერია მათ მოედნის მოწყობასა
და ორ მაისობის დღესასწაულზე ჩასმას დაპირდა. ახლა კი განუმარტეს, რომ
მოედნის მოსაწყობად საკმარისო თანხა არ აქვთ.
"გვჭირდება სასრიალო მოედანი, რომელსაც დაგვპირდნენ, მაგრამ ფული
როგორც აღმოჩნდა, ახლა არ არის", - ამბობს აქციის
მონაწილე, სკეიტერი ნინი ხელაძე.
სკეიტერები ხუთი წელია, მოედნის არ არსებობის გამო, საავტომობილო და
ხალხის სავალ ტროუარებზე ვარჯიშობენ. რაც, მათი თქმით, საზოგადოების
უკმაყოფილებას ხშირად იწვევს და ასევე, უსაფრთხოც არ არის.
სკეიტერებმა აქციაზე პერფომანსიც მოაწყვეს.
ქუთაისის 2016 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში, სპორტის განვითარების
ხელშეწყობის პროგრამაში "სკეიტბორდით" სრიალისთვის შესაბამისი მოედნის
მოსაწყობად 50 ათასი ლარი იყო განსაზღვრული. პროექტი ქუთაისის მერიის
საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურს უნდა
განეხორციელებინა.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ 80
ათასი ლარი დასჭირდებოდა მოედნის მოწყობას, ამიტომ პარკის მოწყობის
ვადაც ჯერჯერობით დაუდგენელია. თუმცა, ირწმუნებიან რომ მოედანი
აუცილებლად მოეწყობა.
რაც შეეხება ორ მაისობის ღონისძიებაში მონაწილეობის საკითხს, მერიაში
განმარტავენ, რომ ის 7 ათასი ლარი დაჯდა, რომლის დაფინანსების რესურსი
მათივე თქმით, არ აქვთ.
„უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ რომ პარლამენტის მიერ საკუთარი
უფლებამოსილების ცნობა, რასაც დღეს ოცნება აპირებს უკანონოა“, -
აღნიშნა იურისტმა ვახუშტი მენაბდემ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 29
ნოემბრის დღის პირველ ნახევრამდე ცივი და ნალექიანი ამინდია
მოსალოდნელი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები