ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ჩხობაძის #11-ში მდებარე
აფთიაქში ფსიქოტროპული წამლები უკანონოდ იყიდება.
ეს განცხადება პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის
ხელმძღვანელმა, გოგი წულაიამ გააკეთა.
მისი თქმით ფსიქოტროპული ნივთიერებები აფთიაქში რეცეპტის გარეშე
გაიცემა.
"17 - 18 წლის გოგო-ბიჭები არიან მისეული ინგრევენ ორგანიზმს. ვერავინ
დამაჯერებს, რომ ეს არ იცის პოლიციამ. ეს ხდება სახელმწიფოს
ხელშეწყობით. ბავშვების სიცოცხლის ხარჯზე იშოვო ფული ესაა უზნეობის
მწვერვალი", - აცხადებს პარტია "თავისუფალი საქართველოს იმერეთის
ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოგი წულაია.
ავტოქარხნის დასახლებაში ჩხობაძის
#11-ში მდებარე აფთიაქის ადმინისტრაციაში კი ირწმუნებიან, რომ
ფსიქოტროპულ მედიკამენტებს გასცემდენენ რეცეპთან ერთად. თუმცა,
როგორც აფთიაქში განგვიმარტეს უკვე ორი თვეა ეს
მედიკამენტები არც ქონიათ.
"ის, რომ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ვყიდით ურეცეპტოდ არასწორი
ინფორმაციაა", - განმარტეს აფთიაქის ადმინისტრაციაში.
მასალის გამოყენების პირობები