ქუთაისში წითელ ხიდზე არსებული საზოგადოებრივი ტუალეტი მერიის
დაქვემდებარებაში მყოფ ააიპ "სპეციალურ სერვისებს" გადაეცა.
ამ საკითხზე კენჭისყრა მიმდინარე წლის 29 მარტის საკრებულოს სხდომაზე
გაიმართა.
ააიპ "სპეციალურ სერგვისებში" განმარტავენ, რომ ტუალეტი მას შემდეგ
გარემონტდება, რაც გადმოცემის შესახებ მერის შესაბამის ბრძანებას
მიიღებენ.
"გარედანაც ცუდი მდგომარეობაა და შიგნითაც მთლად დალეწილია ყველაფერი.
ხარჯთაღრიცხვა გაკეთდება და გავიგებთ რა თანხა დაჯდება რემონტი," -
ამბობს ააიპ "სპეციალური სერვისების" ხელმძღვანელი, გელა გაგუა.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ორგანიზაციის დაქვემდებარებაში
ქალაქის ცენტრალურ ბულვარში, ავტოქარხნის დასახლებასა და ტურიზმის
საინფორმაციო ცენტრის ეზოში არსებული ტუალეტებია.
ქუთაისში 4 საზოგადოებრივი საპირფარეშო 2012 წელს "გაერთიანებული
წყალმომარაგების კომპანიამ"
ააშენა, თუმცა ისინი 2015 წლამდე არ
ფუნქციონირებდნენ.
2015 წლის ივლისში საზოგადოებრივი ტუალეტები ეკონომიკის
სამინისტროსგან ქუთაისის მერიას გადაეცა. ქუთაისის მერი შოთა მურღულია
იმ დროისთვის განმარტავდა, რომ მათი მიწესრიგება 2 კვირის
განმავლობაში
მოხდებოდა.
მასალის გამოყენების პირობები