ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში თანამშრომელი გარდაცვლილი
იპოვეს.
ადგილობრივების თქმით, მამაკაცი მაღაროში სამუშაოდ მიდიოდა, რა დროსაც
მას დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა
მიაყენა.
ადგილობრივებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. თუმცა
ადგილზე მისულ ექიმებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.
"ზუსტად ვერ გეტყვით რა მოხდა, დილით იქ მისულებს დახვდათ გარდაცლილი.
გვამი უკვე გადაყვანილია ექსპერტიზაზე და მიმდინარეობს გამოძიება", -
ამბობს ტყიბული გამგებლის მოადგილე, შალვა გაბრიაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ აღნიშნულზე კომენტარს
მოგვიანებით გააკეთებენ.
ქუთაისიპოსტი თემაზე მუშაობას აგრძელებს. მომხადრთან დაკავშირებით
დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
მასალის გამოყენების პირობები