ქუთაისში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცის მიზნით სპორტული
სკოლების ისტორიისა და დღევანდელობის შესახებ გადაცემების მომზადება
იგეგმება.
ამ მიზნით ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ, მიმდინარე წლის 28
მარტს 7 000 ლარის ღირებულების ტენდერი (SPA170004913)
გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდავზე
გამარჯვებულმა კომპანიამ ქუთაისის სპორტული სკოლების ისტორიისა და
დღევანდელობის, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, მათ მიერ
განხორციელებული აქტივობების, სპორტულ სკოლებში მოღვაწე მწვრთნელებისა
და ახალგაზრდა წარმატებული სპორტსმენების სპორტული ბიოგრაფიების
შესახებ სატელევიზიო გადაცემათა ციკლის მომზადება და ეთერში გაშვება
უნდა უზრუნველყოს.
კომპანიამ 20-20 წუთიანი ხანგრძლივობის 10 გადაცემა HD ფორმატში უნდა
მოამზადოს და ტელეგადაცემის ეთერში გასვლამდე 2 დღით ადრე უნდა
დაანონსოს.
"გადაცემის ჩვენება უნდა განახორციელოს ავტორიზაციის მქონე
ტელევიზიამ, რომელიც უზრუნველყოფს სიგნალის ხარისხიანი მიღების
ხელმისაწვდომობას და სიხშირით იმაუწყებლებს მინიმუმ ქუთაისის
ტერიტორიის არანაკლებ 90%-ზე", - ნათქვმია სატენდერო დოკუმენტში.
ტენდერში წინადადებების მიღების ვადა მიმდინარე წლის 3 აპრილს
იწურება.
მასალის გამოყენების პირობები