ახალი ამბები
ქუთაისის # 1 ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა დევნილებს სასამართლოში უჩივლა
FaceBook
ქუთაისში 5 ოჯახს, შესაძლოა, დევნილთა საცხოვრებელი იძულებით დაატოვებინონ.
ქუთაისის # 1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, გიორგი მიმინოშვილმა ტაბიძის # 23–ში მდებარე შენობაში მცხოვრებ 5 ოჯახს ფართის დატოვების მოთხოვნით სასამართლოში უჩივლა.

ობიექტის ახალი მფლობელი სარჩელში მიუთითებს, რომ მის საკუთრებაში არსებული ფართი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გათავისუფლებული. შენობაში მცხოვრები სამი დევნილი და ორი თვითნებურად შესახლებული ოჯახი კი ფართის დატოვებას არ აპირებს. მათ სარჩელზე პასუხის მოსამზადებლად და საქმის სასამართლოში გასაგრძელებლად 10 დღიანი ვადა აქვთ.

დევნილები და შენობაში თვითნებურად შესახლებულები ამბობენ, რომ მათ წასასვლელი არსად აქვთ.

"სად უნდა წავიდე? ჩემ შვილთან, რძალთან და შვილიშვილებთან ერთად მომცა დევნილთა სამინისტრომ ბინა. ჩემს მეუღლეს კიდევ მეორე შვილთან. გაგვყვეს ცოლ–ქმარი ამ სიბერეში. ნუთუ ერთი პატარა ოთახი არ მეკუთვნის?", – ამბობს ციცინო გოგოლიძე.

"15 წელია თავშესაფას დავეძებ. ბინიდან ბინაში გადავდიოდი. 7–8 თვის წინ შემოვედი აქ. ახლა წასასვლელი არსად მაქვს", – ამბობს გულნარა ნიშნიანიძე, რომელიც შენობაში მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს.

მათი თქმით, მიმდინარე წლის 1 მარტიდან ახალმა მფლობელმა ელექტროენერგიისა და წყლის შესაძლო შეწყვეტის შესახებ გააფრთხილა.

მიმინოშვილი ამბობს, რომ მან შენობაში დარჩენილებს ფართის დაცლისთვის ორკვირიანი ვადა მისცა,  თუმცა, ამ პერიოდის გასვლის შემდეგაც დევნილები შენობის დატოვებაზე უარს აცხადებენ.

"გავიდა დრო და მაინც არ ტოვებენ შენობას. არ არის გამორიცხული წყლისა და ელექტროენერგიის გადასახადი მე დამეწეროს, რადგან შენობა უკვე ჩემი საკუთრებაა", – ამბობს მიმინოშვილი.

"გიორგი მიმინოშვილი არის მესაკუთრე და ითხოვს თავისი უფლების დაცვას. თუ მათ აქვთ რამე ინტერესები, აიყვანონ ადვოკატი და დაიცვან თავიანთი თავი", – ამბობს გიორგი მიმინოშვილის ადვოკატი, დავით ყიფშიძე.

შენობაში მცხოვრებლებს სასამართლოში მათ წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი უკვე ჩაბარდათ. პასუხის მოსამზადებლად და ადვოკატის ასაყვანად მათ ვადა 26 მარტამდე აქვთ.

იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე მხარე შესაგებელს დადგენილ ვადაში არ წარმოადგენს, მოსამართლეს უფლება აქვს დაუსწრებლად გამოიტანოს გადაწყვეტილება. მოსამართლის მიერ აღსრულების ფურცლის გამოცემის შემთხვევაში კი ტაბიძის# 23–ში მცხოვრებლების შენობიდან დაუყოვნებლივი გამოსახლება მოხდება.

ქუთაისში, ტ.ტაბიძის # 23–ში მდებარე შენობა, სადაც აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ, #1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა და უკვე 100%–იანი წილის მესაკუთრემ, გიორგი მიმინოშვილმა გასული წლის 22 დეკემბერს აუქციონის წესით შეისყიდა.

ახალი მფლობელი შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას გეგმავს, რისთვისაც დევნილებმა საცხოვრებელი უნდა დატოვონ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში ქუთაისიპოსტთან საუბარში აცხადებენ, რომ შენობაში მცხოვრებ ყველა დევნილ ოჯახს სახელმწიფომ ალტერნატიული ფართი შესთავაზა, თუმცა, სხვადასხვა მიზეზით უარს ამბობენ.

რაც შეეხება თვითნებურად შესახლებულებს, ისინი სამინისტროს რეგულაციის ქვეშ არ ექცევიან.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.