ქუთაისში 130-ზე მეტი ავარიული საცხოვრებელი კორპუსია. ზოგიერთ
მათგანს ფასადი, ზოგს კი პარაპეტი აქვს ამორტიზებული. ამის შესახებ
ქუთაისიპოსტს ადგილობრივ თვითმმართველობაში განუმარტეს.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ საცხოვრებელ კორპუსების
კეთილმოწყობა ბინის ამხანაგობის წარმომადგენლების მიმართავის
საფუძველზე ხდება.
ადგილობრივი თვითმმართველობა ქალაქში არსებული საცხოვრებელი
კორპუსების რეაბილიტაციას საბიუჯეტო პროგრამა "კორპუსის" ფარგლებში
ხორციელდება. პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 1 280 300 ლარია
გათვალისწინებული.
სადარბაზო შემოსასვლელებში რკინის, საკეტიანი კარების მონტაჟი,
პანდუსების მოწყობა, სადარბაზო კარებამდე მისასვლელი კიბეების
რეაბილიტაცია, მეტალოპლასტმასის ფანჯრების ჩასმა, სენსორული
განათებების მოწყობა და სადარბაზოებში არსებული წყალსაწრეტი მილების
რეაბილიტაცია, დაზიანებული წყალკანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია.
წყალსაწრეტი მილებისა და პარაპეტების რეაბილიტაცია, მრავალბინიანი
საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა, მრავალბინიანი
საცხოვრებელი სახლების ლიფტების რეაბილიტაცია - ეს იმ პროექტების
არასრული ჩამონათვალია, რომელიც პროგრამა "კორპუსის" ფარგლებში
თანადაფინანსების პრინციპით არის ხორციელდება.
"კორპუსის" ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობა გადახურვებს 100
%–ით აფინანსებს, თუმცა მოსახლემ 40 % პროცენტი უნდა შეიტანოს ბანკში.
გადახურვის შემდეგ კი, ეს თანხა უკან უბრუნდებათ.
რაც შეეხება, პარაპეტების შეკეთებას, მერიაში განმარტვენ, რომ 90 %–ით
ფინანსდება, ხოლო 10 %–ს კი თავად მოსახლეობა იხდის. ადგილობროვი
თვითმმართველობის წარმომდგენლების განმარტებით, გასულ წელს
პარაპეტების შეკეთების მოთხოვნით მოსახლეობის მხრიდან მხოლოდ 6
მომართვიანობა დაფიქსირდა. მათივე თქმით, რეაგირება ექვსივე
შემთხვევას მოჰყვა.
ქუთაისში, 13 მარტს, აბაშიძის # 10–ში მდებარე კორპუსის
სახურავიდან ნალესი კედლის ჩამონგრევის შედეგად 12 წლის გოგონა
გარდაიცვალა.
ამავე თემაზე:
კორპუსი, საიდანაც კედლის ნაწილი ჩამოიშალა, ბოლოს
2012 წელს შეკეთდა
რა მდგომარეობაშია საცხოვრებელი კორპუსები ქუთაისში
(ფოტორეპორტაჟი)
მასალის გამოყენების პირობები