ახალი ამბები
ქუთაისში 130-ზე მეტი ავარიული ბინაა აღწერილი
FaceBook
ქუთაისში 130-ზე მეტი ავარიული საცხოვრებელი კორპუსია. ზოგიერთ მათგანს ფასადი, ზოგს კი პარაპეტი აქვს ამორტიზებული. ამის შესახებ ქუთაისიპოსტს ადგილობრივ თვითმმართველობაში განუმარტეს. ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ საცხოვრებელ კორპუსების კეთილმოწყობა ბინის ამხანაგობის წარმომადგენლების მიმართავის საფუძველზე ხდება.

ადგილობრივი თვითმმართველობა ქალაქში არსებული საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციას საბიუჯეტო პროგრამა "კორპუსის" ფარგლებში ხორციელდება. პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 1 280 300 ლარია გათვალისწინებული.

სადარბაზო შემოსასვლელებში რკინის, საკეტიანი კარების მონტაჟი, პანდუსების მოწყობა, სადარბაზო კარებამდე მისასვლელი კიბეების რეაბილიტაცია, მეტალოპლასტმასის ფანჯრების ჩასმა, სენსორული განათებების მოწყობა და სადარბაზოებში არსებული წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია, დაზიანებული წყალკანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია. წყალსაწრეტი მილებისა და პარაპეტების რეაბილიტაცია, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების რეაბილიტაცია - ეს იმ პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც პროგრამა "კორპუსის" ფარგლებში თანადაფინანსების პრინციპით არის ხორციელდება.

"კორპუსის" ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობა გადახურვებს 100 %–ით აფინანსებს, თუმცა მოსახლემ 40 % პროცენტი უნდა შეიტანოს ბანკში. გადახურვის შემდეგ კი, ეს თანხა უკან უბრუნდებათ.

რაც შეეხება, პარაპეტების შეკეთებას, მერიაში განმარტვენ, რომ 90 %–ით ფინანსდება, ხოლო 10 %–ს კი თავად მოსახლეობა იხდის. ადგილობროვი თვითმმართველობის წარმომდგენლების განმარტებით, გასულ წელს პარაპეტების შეკეთების მოთხოვნით მოსახლეობის მხრიდან მხოლოდ 6 მომართვიანობა დაფიქსირდა. მათივე თქმით, რეაგირება ექვსივე შემთხვევას მოჰყვა.

ქუთაისში, 13 მარტს,  აბაშიძის # 10–ში მდებარე კორპუსის სახურავიდან ნალესი კედლის ჩამონგრევის შედეგად 12 წლის გოგონა გარდაიცვალა.

ამავე თემაზე:

ორპუსი, საიდანაც კედლის ნაწილი ჩამოიშალა, ბოლოს 2012 წელს შეკეთდა

რა მდგომარეობაშია საცხოვრებელი კორპუსები ქუთაისში (ფოტორეპორტაჟი)
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ რომ პარლამენტის მიერ საკუთარი
უფლებამოსილების ცნობა, რასაც დღეს ოცნება აპირებს უკანონოა“, -
აღნიშნა იურისტმა ვახუშტი მენაბდემ.
13:10 / 25.11.2024
„უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ რომ პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ცნობა, რასაც დღეს ოცნება აპირებს უკანონოა“, - აღნიშნა იურისტმა ვახუშტი მენაბდემ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 29
ნოემბრის დღის პირველ ნახევრამდე ცივი და ნალექიანი ამინდია
მოსალოდნელი.
10:34 / 25.11.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 29 ნოემბრის დღის პირველ ნახევრამდე ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.