ახალი ამბები
TI – "გაცემული პრემიისა და დანამატის რაოდენობით ქუთაისი იმერეთის რეგიონში ლიდერია"
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს" მიერ 2016 წელს იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყველაზე მეტი რაოდენობით პრემია და დანამატი ქუთაისის მერიასა და საკრებულოში გაიცა.
კვლევის ავტორთა თქმით, ქუთაისის მერიაში გასულ წელს გაცემულმა პრემიამ 450 455 ლარი შეადგინა, სახელფასო დანამატმა – 195 541 ლარი,ხოლო ბიულეტინის, დეკრეტისა და მატერიალური დახმარების მიზნით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 88 985 ლარი გაიცა.

ჯამში ამ თანხამ 734  981 ლარი შეადგინა.

177 370 ლარი გაიცა პრემიის, დანამატისა და დახმარების სახით ქუთაისის საკრებულოში. აქედან, 86 500 ლარი გაიცა პრემიის სახით, 67 140 ლარი სახელფასო დანამატისთვის, დახმარების სახით 23 730 ლარი.

ჯამში, 2016 წელს ქუთაისის მერიასა და საკრებულოში ამ მიზნით 912 351 ლარი გაიცა.

ამასთანავე, ქუთაისის საკრებულოში ყველაზე დიდი რაოდენობით პრემია და დანამატი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა, ბექა ყანჩელმა და ნიკა ლატარიამ მიიღეს. კვლევის მიხედვით, მათზე ყოველთვიურად დანამატის სახით ხელფასის ოდენობის თანხა – 2150 ლარი გაიცემა, რამაც 2016 წლის განმავლობაში ჯამში, თითოეულის შემთხვევაში 25 800 ლარი შეადგინა.

ქუთაისის მერიამ კონკრეტული თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიისა და დანამატის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციას ინფორმაცია არ მიაწოდა.

"ქუთაისი ლიდერია იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში. ზოგადად კი, პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემა ხდება სადღესასწაულო დღეებში, რაც არ არის სწორი. მაგალითად, 8 მარტი არ შეიძლება იყოს პრემიის გაცემის მიზეზი. დანამატს კი თანამშრომლები განსაკუთრებული, დამატებითი სამუშაოს მიხედვით უნდა იღებდნენ და არა ყოველთვიურად, თან ხელფასის ოდენობით. მუნიციპალიტეტებიდიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, თითქმის არც ერთ შემთხვევაში არ არის მითითებული მათი გაცემის მიზნობრიობა", –ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს" ქუთაისის ოფისის კოორდინატორი, ლელა მოწონელიძე.

რაც შეეხება, სხვა მუნიციპალიტეტებს, კვლევის მიხედვით ქუთაისის შემდეგ ზესტაფონის მუნიციპალიტეტი ლიდერობს, სადაც საკრებულომ და გამგეობამ ამ მიზნით 500 270 ლარი გასცა.

მხოლოდ 1000 ლარი გაიცა პრემისა და დანამატისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. ბაღდათის საკრებულოს  კი 2016 წელს პრემია საერთოდ არ გაუცია.

არასამთავრობო ორგანიზაცია მუნიციპლიტეტებს მოუწოდებს თანამშრომლებზე ხელფასის გარდა დამატებითი თანხის გაცემის შემთხვევაში, მათი მიზნობრიობა მიუთითონ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.