ქუთაისში, საქალაქო ტრანსპორტის მძღოლების ნაწილი გაიფიცა. ისინი
მგზავრობის ღირებულების 0.10 ლარით გაზრდას ან ყოფელდღიური გეგმის 10
ლარით შემცირებას ითხოვენ. პროტესტის ნიშნად ნიკეას ქუჩაზე
აანონსებენ შეკრებას.
პროტეტის ნიშნად არ მუშაობენ #28; #5 მიკროავტობუსი და ავტობუსი, #20
და #11 მიკროსაავტობუსო ხაზის მძღილები.
შპს "სამგზავრო 2007"-ის წარმომადგნელის, ალეკო დავალიშვილის
განმარტებით, მათ მძღოლების გაფიცვის შესახებ ინფორამაცია
აქვთ. თუმცა, განმარტავს, რომ მათი გადამზიდავი კომპანიის
დაქვემდებარებაში არსებული ხაზების მძღოლები ამდროისთვის
მუშაობენ.
"ვიცით, რომ შესაძლოა გაიფიცონ, მაგრამ არა მგონია ამას მასშტაბური
სახე ქონდეს. ჩვენ არ გვინდა რომ მგზავრობის ფასმა მოიმატოს", -
განმარტავს ჩვენთან საუბარში დვალიშვილი.
ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტის ტარიფის შესაძლო მომატებას
პილიტიკური პარტიის
"თავისუფალი საქართველოსთვის" და "ნაციონალური
მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის
წარმომადგენლები აანონსებდნენ.
"ოპოზიციური პარტიები იმდენად ხშირად აანონსებენ ტრანსპორტის
გაძვირების თემას, აშკარაა რომ თავად სურთ ტრანსპორტის ფასმა მოიმატოს
და ეს მოსახლეობაზე აისახოს ცუდად. ჩვენ, ასევე გვაქვს ინფორმაცია და
ოპოზიციური პარტიებიც არ უარყოფენ, რომ გადამზიდავთა ნაწილთან ფასის
მომატებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს თვითონ, ოპოზიციური
პარტიები აწარმოებენ", – ასე უპასუხოს მაშინ პოლიტიკური პარტიების
განცხადებებს, ტარიფის შეასაძლო გაზრდაზე მერიის ტრანსპორტის
განყოფილებაში.
ქუთაისში საქალაქო ავტობუსზე მგზავრობის ღირებულება 0.30 ლარს, ხოლო
მიკროავტობუსებზე 0.40 - 0.50 ლარს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები