ქუთაისში, რუსთაველის ქუჩა #24-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში
სადავო აივანს დემონტაჟი ჩაუტარდა.
მისი ჩამონგრევა, მას შემდეგ განხორციელდა, რაც
ქუთაისიპოსტზე სიუჟეტი გავიდა.
სერგო რობაქიძეს საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე აივნის
მიშენებას, მისივე მეზობელი დავით ბერაძე ეწინააღმდეგებოდა. რაზედაც
ქუთაისის მერიის ზედამხედველობის განყოფლებაში საჩივარი შეიტანა.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ კი, უნებართვო მშენებლობისთვის
დემონტაჟის განსახორციელებლად 10 დღიანი ვადა მისცა. თუკი მეპატრონე
ამ ხნის განმავლობაში აივნის დემონტაჟს არ მოახდენდა, ის 3 000 ლარით
დაჯარიმდებოდა. თუმცა, უნებართვი მიშენების დემონტაჟისგან მაინც არ
თავისუფლდებოდა.
მასალის გამოყენების პირობები