ახალი ამბები
ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატებმა მოქალაქეების მიღება იანვრიდან დაიწყეს
FaceBook
ქუთაისის მჟორიტარმა დეპუტატებმა მოქალაქეების მიღება არჩევნების დასრულებიდან ორი თვის შემდეგ დაიწყეს. საუბარია, ქუთაისის  #47–ე ოლქის მაჟორიტარზე, გენადი მარგველაშვილზე და #48-ე ოლქის დეპუტატ, დიმიტრი მხეიძეზე, რომლებიც ამომრჩევლებს საკუთარ ბიუროში იღებენ.


რაც შეეხება, მესამე დეპუტატს, კობა ნარჩემაშვილს,  იმის გამო, რომ მისი ბიუროსთვის განკუთვნილი  ფართი  ამ დრომდე გათავისუფლებული არ არის, მოქალაქეებს ბიუროში ვერ იღებს.

გენადი მარგველაშვილის ბიუროში, რომელიც მიმდინარე წლის 19 იანვრიდან შეუდგა მუშაობას, ამბობენ, რომ უკვე 50–მდე მოქალაქე მიიღეს. თავად, დეპუტატმა ამომრჩევლებთან შეხვედრა კი მხოლოდ ერთხელ მოახერხა.

"არსასესიო კვირის ოთხშაბათი დღე შევარჩიეთ შეხვედრისთვის, ანუ ორ კვირაში ერთხელ. მიმდინარე კვირის ოთხშაბათს უწევს მეორე შეხვედრა ბატონ გენადის მოქალაქეებთან", – ამბობს გენადი მარგველაშვილის ბიუროს ხელმძღვანელი, ზაზა ჯანგველაძე.

მარგველაშვილის ბიუროში, რომელიც  მერიის გვერდით მდებარე შენობის მესამე სართულზეა განთავსებული, 6 ადამიანია დასაქმებული.

მხოლოდ 2 თანამშრომელი ჰყავს ბიუროში დიმიტრი მხეიძეს, რომელსაც ოთახი მერიის ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულზე, წინა მოწვევის პარალემენტში, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის, გუბაზ სანიკიძისთვის განკუთვნილ ოთახში აქვს. დიმტრი მხეიძემაც მოქალაქეების მიღება  იანვარში დაიწყო.  

მხეიძის ბიუროში ამბობენ, რომ დეპუტატმა 15-მდე შეხვედრა უკვე გამართა მოქალაქეებთან.

"თუ გადადუდებელი შემთხვევაა, დაგეგმვის გარეშეც მოდის. წერილებსაც ტოვებენ მოქალაქეები, მაგრამ უფრო ხშირად პირადად ითხოვენ შეხვედრას", –ამბობს დიმიტრი მხეიძის ბიუროს ხელმძღვანელი, ვარლამ გობეჯიშვილი.

ქუთაისს, მეცხრე მოწვევის პარლამენტში სამი მაჟორიტარი დეპუტატი ჰყავს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.