ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საკრებულოს წვვრს ლაშა გვენეტაძეს, მის ძმას, შოთა გვენეტაძეს და მათ მეგობარს, შიო ჯანელიძეს პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლე გიორგი ქაშაკიშვილმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის ადვოკატების შუამდგომლობა, რომელიც 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მათ გათავისუფლებას ითვალისწინებდა.

ბრალდებულებმა სასამართლო პროცესზე, ბრალდების ნაწილში დუმილის უფლება გამოიყენეს.

ლაშა გვენეტაძეს, ძმასთან და მეგობართან ერთად ბრალი 143-ე მუხლის მე-3 ა და ე ქვეპუნქტით წარედგინა, რაც, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით, მუქარით ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს, 7-დან 10 წლამდე.

ლაშა გვენეტაძემ ძმასთან და მეგობართა ერთად პირი მამის საფლავის გაძარცვის გამო სცემეს, რასაც პროკურატურის მხრიდან მათი დაკავება მოჰყვა.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის ლაშა გვენეტაძეს, ბრალეულობის დამტკიცების გამო, სამსახურეობრვი უფლებამოსილება შეუჩერდება.

ქუთაისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 43-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლებამოსილება შეუჩერდება სასამართლოს მიერ მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში.

უფლებამოსილების შეჩერების ვადა განისაზღვრება პატიმრობის ან ადმინისტრაციული პატიმრობის მოქმედების ვადით.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.