ახალი ამბები
ეკლესიის სამრეკლოში გახსნილი სამკერვალო 10 526 ლარით დაფინანსდა
FaceBook
ქუთაისში, არსენ იყალთოელის სახელობის ეკლესიის სამრეკლოში გახსნილმა სამკერვალომ „აწარმოე საქართველოს“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 10 526 ლარის დაფინანსება მიიღო.

პროგრამის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სამკერვალო „მზიანს“ კონკურსის საფუძველზე ერთწლიანი პროექტი დაუფინანსდა.

"აღნიშნული თანხით მათ შეიძინეს სამკერვალო სალონისთვის საჭირო ძირითადი ტექნიკა-ინვენტარი", - აცხადებენ პროგრამის ადმინისტრაციაში.

სამკერვალო "მზიანის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, მზია მახათაძის თქმით, სამრეკლოში სამკერვალოს გახსნა, იქ დასაქმებული ადამიანის გამო გადაწყვიტა. მახათაძე ამბობს, რომ სამკერვალოში ამდროისთვის სამი ადამიანია დასაქმებული, ორი მკერავი, ხოლო მესამეს კერვას ასწავლიან.

"მზიანის" დამფუძნებლის თქმით, სამკერვალოს ფუნქციონირება სამრეკლოს ხელს არ უშლის. 

"ვინც დავასაქმე იმას გავუწიე ანგარიში. ერთი აქვე ამ უბანში ცხოვრობს და ფეხით უწევს სამსახურში მოსვლა. ერთი სოფლიდან დადის. უმუშევარი ადამიანი მოვძვებნე. 10 წელიწადია უმუშევარი იყო და სიხარულით ჩამოდის, თითქმის ფეხით, სოფლიდან. ქალაქში დამატებით ტრანსპორტით მგზავრობა კი, მეტ ხარჯებს მოითხოვდა. ამ ეტაპზე არ გვქონდა იმის საშუალება, მეტი ფართი გვექირავებინა. ეს არის დამხმარე შენობა, რომელიც სამრეკლოს ფუნქციონირებაში არაფერს უშლის ხელს. სამრეკლოს აქვს თავისი შესასვლელი კარი, ასასვლელი კიბე და ორი ოთახი ეკუთვნის. ჩვენ ცალკე კარი გავქვს ", - ამბობს ქუთაისიპოსტთან საუბარში მზია მახათაძე.

სამკერვალო ახალგაზრდობის ქუჩაზე, ეკლესიის სამრეკლოს ქვედა ფართშია მოწყობილი. ადგილზე მყოფი პირების თქმით, მათი საქმიანობა მოძღვართან შეთანხმებულია. (ეკლესიის წინამღვარი მამა სვიმეონ (სვანიძე) გახლავთ).

„სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამკერვალოს ფუნქციონირებისთვის დაფინანსება მიიღეს მამა სვიმეონისა და მამა ლონგინოზის მეუღლეებმა, ფოფოდიებმა,“ - განგვიცხადეს სამკერვალოში მყოფმა პირებმა.

ქუთაის-გაენათის ეპარქიის ერთ-ერთი მოძღვარი მამა მატათა "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ამბობს, რომ თუკი ეკლესიას აქვს საშუალება და საეკლესიო ფართი რაიმე დანიშნულებით იქნება გამოყენებული, გაფორმებული უნდა იყოს ხელშეკრულება.

მზია მახათაძის თქმით, ზემოთაღნიშნულ ფართში სამკერვალოს ფუნქციონირების თაობაზე ინფორმირებულია ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტლი მეუფე კალისტრატე. მახათაძე ამბობს, რომ სამკერვალო ერთი კვირის გახსნილია და ფართის იჯარით აღებაზე მეუფესთან ხელშეკრულების გაფორმებას უახლოეს დღეებში გეგმავენ.

"ჯერ ახალი გახსნილი გვაქვს და ძირითადად სამღვდლო სამოსზე ვმუშაობთ. თუმცა, ვგეგმავთ გავფართოვდეთ და სხვადასხვა მიმართულებით ვიმუშაობთ",- განმარტავს მზია მახათაძე.

ადგილზე მყოფი პირები კი ამბობენ, რომ უკვე სამი სამოსი შეკერილი აქვთ და კვირას და სადღესასწაულო დღეეში დიდი დატვირთვით არ მუშაობენ, იკერება, როგორც სასულიერო ასევე, საერო სამოსი. მათი თქმით, სამკერვალოში მისვლა და მომსახურების მიღება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

სამრეკლოზე განთავსებული აბრაც მიუთითებს, რომ იქ საერო და სასულიერო სამოსი იკერება.

ქუთაის-გაენათის ეპარქიის ერთ-ერთი მოძღვარი მამა მატათა ამბობს, რომ შენიშვნები სწორედ აბრასთან დაკავშირებით აქვთ.

"ეკლესიის წინამძღვარმა მითხრა, რომ მასაც არ მოსწონს აბრა, რომლის გადატანას ისედაც აპირებდნენ და ახლა დააჩქარებენ ამ პროცესებს," - ამბობს მამა მატათა.


ამავე თემაზე: 

ქუთაისში ტაძრის სამრეკლოში სამკერვალოა გახსნილი

ტაძრის სამრეკლოზე განთავსებული სამკერვალოს ბანერი ჩამოხსნეს


ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია.
თანხმობის შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას მასალის ლინკთან ერთად მიუთითეთ წყარო.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.