რაგბის მსოფლიო ჩემპიონატისთვის სავარჯიშო სტადიონები ქუთაისში
მიმდინარე წლის მაისისთვის გაიხსნება.
ამის შესახებ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა
სამინიტროში იუწყებიან.
უწყების ცნობით, ერთ–ერთი სტადიონი შერვაშიძის ქუჩაზე, საქართველოს
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება.
"საპროექტო სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება. შემდეგ ტენდერი
გამოცხადდება და მშენებლობა დაიწყება", – აცხადებენ სამინისტროს
პრესსამახურში.
მათივე ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, მთელი საქართველოს მასშტაბით,
სარაგბო სტადიონები, მეორე ეტაპზე კი საფეხბურთო მოედნები
აშენდება.
ქუთაისის გარდა, საფეხბურთო და სარაგბო სტადიონები, თბილისსა და
რუსთავშიც აშენდება.
პროექტის საერთო ღირებულება 9 410 000 ევროს შეადგენს.
2017 წელს საქართველოში რაგბიში მსოფლიოს ახალგაზრდული და ევროპის 19
წლამდელთა ფეხბურთის ჩემპიონატი ჩატარდება.
20 წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი 2017 წლის 31 მაისიდან 18
ივნისის ჩათვლით ჩატარდება.
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ჯგუფური ეტაპის მატჩები თბილისში,
ავჭალის სტადიონზე და ქუთაისში, "აია არენაზე" შედგება, ხოლო
საპლეიოფო ეტაპი და ფინალები ავჭალასა და მიხეილ მესხის სტადიონებზე
გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები