ქუთაისში ცენტრალური სამანქანო გზები თოვლის საფარისგან ინეტრული
მასალით იწმინდება.
ააიპ "სპეციალური სერვისების" ხელმძღვანელის გელა გაგუას თქმით,
ამინდის გაუარესების შემთხვევაში კომპანიას სპეცტექნიკა მზადა
აქვს.
"სპეცტექნიკა გუშინ მთელი ღამის განმავლობაში ყრიდა გზებზე სილასა და
მარილს. ქალქში არ შეფერხებულა მოძრაობა. ყინვისა და თოვლის
ინტენსივობის მატების შემთხვევაში ყველა სათადარიგო ზომა გვაქვს
მიღებული," - ამბობს გაგუა.
ქუთაისში ამ დრომდე ინტენსიურად თოვს.
ჰაერის ტემპერატურა - 4 გრადუსია.
მასალის გამოყენების პირობები