ახალი ამბები
როდემდე ავიტანოთ ნაგავი? - ქუთაისის მერიის წარმომადგენლებს დასუფთავების აქციის მოწყობა შესთავაზეს
FaceBook
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს დასუფთავების აქციის მოწყობა შესთავაზეს.

საუბარია, ქუთაისში მდინარე რიონის დაბინძურებული ნაპირების გაწმენდაზე, რომლის მოვლა-პატრონობაც, მიმდინარე წლის 25 იანვარს გამართულ საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატებს შორის მსჯელობის საგანი გახდა.

საკანონმდებლო ორგანოს წევრის, ამირან ძოწენიძის თქმით, სასურველია დასუფთავების აქცია თავად თვითმმმართველობის წარმომადგენლების მიერ მოეწყოს.

"როდემდე ავიტანოთ ნაგავი? საშინელი მგომარეობაა მდინარის ნაპირებზე, ხიდების მიმდებარე ტერიტორიაზე, სრული ანტისანიტარია. მართალია, საყოფაცხოვრებო ნარჩენებით ტერიტორიას მოსახლეობა აბინძურებს, მაგრამ ან ჯარიმები დავაწესოთ, ან ჩვენ მოვაწყოთ აქცია და დავასუფთავოთ, რომ როგორმე ეს პრობლემა მოგვარდეს," - აცხადებს ამირან ძოწენიძე.

ქუთაისის მერი, შოთა მურღულია მდიანრე რიონის ნაპირებზე არსებული ანტისანიტარიული პრობლემის მოგვარებას სხვაგვარად ხედავს.

"ნამდვილად ცუდი სიტუაციაა, თუმცა არ მგონია ერთჯერადი დასუფთავების აქცია გამოსავალი იყოს. ვფიქრობ, მიმდებარე ტერიტორიის მეპატრონეებს უნდა ვთხოვოთ მიხედონ ამ ადგილებს, მათი კერძო ინტერესებიდან გამომდინარე," - განმარტა მურღულიამ.

საყოფაცხოვრებო ნარჩენებით ქუთაისში დაბინძურებულია თეთრი, რუსთაველისა და წითელი ხიდების მიმდებარე ტერიტორიები, ასევე მდინარე რიონიც.


ამავე თემაზე:


ანტისანიტარია განათებული ხიდების მიღმა ქუთაისში (ფოტო)

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.