ქუთაისის ცენტრში არსებულ ე.წ. ქუჩის საათს "მაკდონალდსის" რესტორნის
მშენებლობის გამო, შესაძლოა ადგილი შეუცვალონ.
თუმცა, როგორც ქუთაისიპოტს ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ განუმარტა,
დაზუსტებული არ არის კონკრეტულად სად გადაინაცვლებს ისტორიული
საათი.
"პროექტს ვაგზავნით კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში. მათთან
მოხდება განხილვა, რამდენად მისცემენ ამ ადგილზე მშენებლობის უფლებას.
შეიძლება, მაღლა აიწიოს ერთი მეტრით, რადგან "მაკდონალდსი" არ იქნება
7 მეტრზე მეტი", - განმარტა ქალაქის მერმა.
ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე "მაკდონალდსის"
ახალი რესტორნის პროექტი, მერიაში მიმდინარე წლის
3 იანვარს წარადგინეს. ადგილზე უკვე ტერიტორიის გაწმედნითი სამუშაოები
მიმდინარეობს.
რაც შეეხება, ე.წ. ქუჩის საათს, ის ქალაქის ცენტრში
1963 წელს გამოჩნდა. მისი ავტორი, არქიტექტორი
ბორის ჯაფარიძე გახლავთ, რომელმაც ქუჩის საათის დაპროექტებისთვის
ჯილდოც მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები