ახალი ამბები
ქუთაისის "ტორპედოს" აუქციონზე გაიტანენ
FaceBook
ქუთაისის "ტორპედო", რომელსაც მერია ელექტრონულ აუქციონზე გაიტანს, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 700 000 ლარად შეაფასა.
კლუბის საწყისი ღირებულება, სწორედ, ეს თანხა იქნება.

ამის შესახებ ქუთაისიპოსტს ქალაქი მერმა განუცხადა.

შოთა მურღულიას განცხადებით, "ტორპედო" აუქციონზე სადღესასწაულო დღეების დასრულების შემდეგ გავა.

ქალაქის მერს მიაჩნია, რომ გუნდი უნდა იყოს კერძო მესაკუთრის მფლობელობაში.

"ჯობია კერძო მესაკუთრე ყავდეს, ვიდრე სახელმწიფოს ხარჯზე იყოს. არავის მივცემთ საშუალებას რაიმე არასწორად თქვას. "ტორპედო" შევაფასეთ ცალკე, როგორც ბრენდი და მოედანი და ბაზა ცაკლე. გავიტანთ აუქციონზე ამ ფასად. დაფინანასების სხვა პრინციპია ამჟამად და უკვე დაინტერესებაც სხვაა. რომ არ იყოს მითქმა–მოთქმა და ვინმეზე გადაბრალება, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ აუქციონზე გავიდეს გუნდი. იქნებ გამოჩნდეს ვინმე და თანხა ჩადოს. შესაძლებელია, მხოლოდ ერთი დაინტერესებული პირი არ იყოს და სხვაც დაინტერესდეს," – აცხადებს შოთა მურღულია.

ქალაქის მერი განმარტავს, რომ აუქციონის პირობაში ბავშვთა ფეხბურთის სკოლის გაძლიერების პირობაც ჩაიდება.

"ყველაზე დიდი საქმეა ბავშვების გაზრდა, რომლებიც ფეხბურთს ითამაშებენ," – ამბობს შოთა მურღულია.

თუმცა, მისივე თქმით, გუნდის აუქციონზე გატანის საკითხზე ქალაქის საკრებულომ უხლოეს სხდომაზე უნდა იმსჯელოს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.