ახალი ამბები
ერთ კოლოფ თამბაქოზე აქციზური გადასახადი 60 თეთრით გაიზრდება
FaceBook
1-ელი იანვრიდან თამბაქოს ნაწარმზე, ნავთობპროდუქტებსა და მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი, სათამაშო ბიზნესზე კი მოსაკრებლის ოდენობა გაიზარდა.

"საგადასახადო კოდექსში" შესული ცვლილებებით, ერთ კოლოფ თამბაქოზე აქციზური გადასახადი 60 თეთრით გაიზრდება.

რაც შეეხება ნავთობპროდუქტებს, ბენზინის შემთხვევაში აქციზის ღირებულება ერთ ტონაზე 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზრდება; დიზელზე - 150-დან 400 ლარამდე; გაზზე, 1000 კუბურ მეტრზე - 80-დან 200 ლარამდე.

ასევე იზრდება გადასახახი სათამაშო ბიზნესთან მიმართებაში. ტოტალიზატორი, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობისას მიღებული ფსონების ჯამი დაიბეგრება 10%-ით და ასევე, 30%-ით იზრდება სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი განაკვეთი მაგიდებთან დაკავშირებით.

გადასახადის ზრდა, იმპორტის ნაწილობრივი შემცირების გათვალისწინებით, დამატებით 200 მლნ ლარამდე შემოსავალს იძლევა.

ფინანსთა სამინისტროში ვარაუდობენ, რომ 2017 წლიდან დაგეგმილი თამბაქოს ნაწარმზე აქციზის, ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის ზრდა იმპორტის ნაწილობრივ შემცირებასთან ერთად, 2017 წელს დამატებით 45 მლნ ლარის შემოსავლის მობილიზების შესაძლებლობას იძლევა.

ხოლო აქციზის გადასახადის გაზრდა ნავთობპროდუქტებზე, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2017 წლის ბიუჯეტში დამატებით 250 მლნ ლარზე მეტი შემოსავალის მომცემი იქნება.

"საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები მე-9 მოწვევის პარლამენტს მთავრობის ახალმა შემადგენლობამ წარუდგინა. ცვლილებები მესამე მოსმენით რამდენიმე დღის წინ დამტკიცდა.

გარდა ამისა, ახალი წლიდან მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია/საწარმო მოგების გადასახადით მხოლოდ მოგების განაწილების შემთხვევაში დაიბეგრება, ხოლო თუ მის სრულ რეინვესტირებას მოახდენს, აღნიშნული გადასახადისგან გათავისუფლდება.

წყარო: ბპნ.გე
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.