გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქუთაისში ინტენსიური თოვა
მიმდინარე წლის 20 დეკემბერს დღის ბოლომდე შენარჩუნდება.
ღამის განმავლობაში კი თოვლი შედარებით შესუსტდება და ხვალ დილიდან
გამოიდარებს.
"დღის ტემპერატურა - 1 +1 ის ფარგლებში იქნება. ხვალ დილიდან უნდა
გამოიდაროს, მაგრამ იქნება ყინვა -2 -4 გრადუსამდე," - აცხადებენ
გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
მათი თქმით, 23 დეკემბრიდან დასავლეთ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე
აღმოსავლეთის ძლიერი ქარი იქროლებს.
მასალის გამოყენების პირობები