ლადო ასათიანის ქუჩაზე წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო
დაზიანებული ქუჩის კაპიტალური შეკეთება გაზაფხულამდე არ მოხდება.
ქალაქის მერის, შოთა მურღულიას თქმით, წელიწადის ამ დროს გზის
საფარის კატიპალურად აღდგენა გამართლებული არ არის.
"ახალა უკვე ორმოულის გარდა, არც ერთი სამუშაო არ შეიძლება. ამიტომ,
ასათიანი კაპიტალურად გაზაფხულზე გაკეთდება. მანამდე დარჩება ამ
ფორმით",–განაცხადა შოთა მურღულიამ საკრებულოს 30–ე რიგგარეშე
სხდომაზე.
თურქულ კომპანია „SMK”- ში, რომელიც წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს
ახორციელებს, ადასტურებენ, რომ გზის საფარის სრულყოფილი შეკეთება
ზამთრის სეზონზე არ მოხდება.
"ახლა რომ დავაგოთ, პირიქით, დანაშაული იქნება. მაინც გაფუჭდება.
ზამთარში არსად არ იგება გზა",–აცხადებენ "„SMK”"- ში.
მათივე თქმით, გზისგან განსხვავებით, წყლის სიტემის რეაბილიტაცია
გრძელდება.
ასათიანის ქუჩაზე გზის დროებითი საფარი, მოსახლეობის პოლიტიკური
წრეებისა და არასამთავრობო სექტორის მწვავე პროტესტის შემდეგ
დაიგო.
ქუთაისში, ლადო ასათიანის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის
გაზაფხულის შემდეგ მიმდინარეობს.
კოპანიაში ამბობენ, რომ სამუშაოების შესრულების კონკრეტული ვადები
ქუჩების მიხედვით პროექტში გაწერილი არ არის.
ამის მიუხედავად, თურქული ფირმა სამუშაოების გაჭიანურებაში
"გაერთიანებული წყალმომარაგების კოპანიამ" არაერთხელ
დაადანაშაულა. ინფრასტრუქტურის ყოფილმა
მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა კი,
ქუთაისში ვიზიტის დროს სამუშაოების ტემპის გამო
უკმაყოფილება გამოთქვა, რის შემდეგაც, „SMK”-ს ადგილობრივი
ხელმძღვანელობა შეიცვალა.
ამავე
თემაზე:
ქუთაისში წყლის სისტემის
სარეაბილიტაციო კომპანია SMK-ს თანამშრომლების
ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ქუთაისში წყლის
სისტემის სარეაბილიტაციო კომპანია SMK-ს თანამშრომლები
სცემეს
მასალის გამოყენების პირობები