ჭიათურაში, ითხვისის მაღაროში მუშა გარდაიცვალა.
გარდაცვლილი შუახნის მამაკაცია.
გავრცელებული ინფორმაციით, ელმავალი, რომელსაც მაღაროელი
მართავდა ვაგონს შეჯახა, რა დროსაც მამაკაცმა დაზიანებები მიიღო და
გარდაიცვალა.
შემთხვევა, 3 დეკემბერს, ღამის 12 საათზე მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით
საქმე აღძრულია 240-ე მუხლით, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა
სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას
გულისხმობს.
ამ დროისთვის დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა და მიმდინარეობს
გამოძიება.
მასალის გამოყენების პირობები