ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე მცირეწლოვანი ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის
მეცხრე სართულიდან გადმოვარდა.
ბავშვი გადარჩა, თუმცა ის მენჯის ძვლის დაზიანებით ინტერვენციული
მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი. ოჯახის ახლობლების განცხადებით,
ბავშვი ხელოვნური სუნთვაზეა და მისი მდგომარეობა კრიზისულია.
შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
თვითმხილველების თქმით, მეცხრე სართულიდან გადმოვარდნილი მცირეწლოვანი
მინდორზე დაეცა.
" მაშინვე იპოვეს, ცოცხალი იყო და საავადმყოფოში გადაიყვანეს" -
ამბობენ მეზობლები.
მეცხრე სართულიდან გადავარდნილი ბავშვი დღეს 2 წლის გახდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე 124 - ე
მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით
დაზიანებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები