ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტმა საბიბლიოთეკო კორპუსის მშენებლობისთვის ტენდერი თავიდან გამოაცხადა
FaceBook

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, საბიბლიოთეკო კორპუსის მშენებლობისთვის 2543 008 ლარის ღირებულების ტენდერი შეწყდა.


ელექტრონული შესყიდვის შეწყვეტის მიზეზი, ტენდერში მონაწილე კომპანიის მხრიდან, შესაბამისი გამოცდილების არარსებობა გახდა.

კერძოდ, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სხვა მოთხოვნებთან ერთად, გამარჯვებულ კომპანიას 2.5.1 მუხლი უნდა დაეკმაყოფილებინა, რომლის მიხედვითაც, მას 1 მილიონი ლარის ღირებულების ობიექტის მშენებლობის გამოცდილება უნდა ჰქონოდა.

აღნიშნული მუხლი ტენდერში მონაწილე ერთ-ერთმა კომპანია "კავკასუსინვესტმა" დავების საბჭოში გაასაჩივრა.

ელექტრონული შესყიდვის შეწყვეტის ოქმში წერია, რომ ტენდერში მონაწილე კომპანია "კავკასუსინვესტმა" დავების საბჭოს საჩივრით მიმართა, სადაც კომპანია ამტკიცებდა, რომ სატენდერო დოკუმენტაციაში წარმოდგენილ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებდა.

კერძოდ "კავკასუსინვესტის" განცხადებით ის აკმაყოფილებს 2.5.1 მუხლის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც კომპანიას უკვე დასრულებული ჰქონდა ერთი მილიონი ლარის ღირებულების ობიექტი. საუბარია ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე შენობა "აისის" საცხოვრებელ სახლად გადაკეთებაზე.

"შემსყიდველ ორგანიზაციას გაუჩნდა ეჭვი, რომ მომჩივანი ორგანიზაცია განზრახ არ აღიარებს, რომ მას არ გააჩნია შესაბამისი გამოცდილება და საჩივრის წარდგენით აკეთებს დროის ზეწოლით გავლენას შემსყიდველ ორგანიზაციაზე. აღნიშნული ქმედებით პრეტედენტი ცდილობს იძულებული გახადოს შემსყიდველი ორგანიზაცია ჩაიდინოს კანონსაწინააღმდეგო ქმედება" - წერია შესყიდვის შეწყვეტის ოქმში.

აღნიშნული ოქმის მიხედვით კომპანია "კავკასუსინვესტი" ტენდერებით ჩატარებული სამუშაოების გამო 2016 წლის 4 ოქტომბერს დარეგისტირებულია შავ სიაში.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2.5.1 მუხლი ძალაში დატოვა, "კავკასუსინვესტთან" ხელშეკრულება არ გააფორმა და 2016 წლის 24 ნოემბერს ტენდერის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

წერეთლის უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ მომჩივან კომპანიასთან საჩივრების განხილვა საბიბლიოთეკო კორპუსის მშენებლობის ვადებს გააჭიანურებდა და ამიტომ მისი შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.

"ჩვენ დროში ვართ შეზღუდული, შეიძლება ამ კომპანიამ ეს დავა თვეების განმავლობაში გააგრძელოს, ამიტომ გადავწყვიტე ტენდერი შემეწყვიტა და რამდენიმე დღე დაკარგულიყო, ვიდრე თვეობით მედავა ამ საკითხზე და კორპუსის მშენებლობა ვადებში ვერ ჩაგვეტია," – აცხადებს წერეთლის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღავნელი, კახა კუპატაძე.

წერეთლის უნივერსიტეტმა საბიბლიოთეკო კორპუსის მშენებლობაზე ახალი ტენდერი უკვე გამოაცხადა. სახელმწიფო შესყიდვა 2016 წლის 30 ნოემბერს გამოცხადდა. განაცხადების მიღების ვადა მიმდინარე წლის 21 დეკემბერს ამოიწურება.

წერეთლის უნივერსიტეტმა საბიბლიოთეკო კორპუსის მშენებლობისთვის პირველი ტენდერი 2016 წლის 8 აგვისტოს გამოაცხადა. ელექტრონულ შესყიდვაში მონაწილეობა ექვსმა კომპანიამ მიიღო.

კორპუსის მშენებლობისთვის 200 000 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, 20%-ს უნივერსიტეტი დახარჯავს, ხოლო დარჩენილ თანხას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაიღებს.


 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.