გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქუთაისში, აღმოსავლეთის
მიმართულების, 30მ/წმ–ის სიჩქარის ქარი ფიქსირდება.
ძლიერი ქარია იმერეთის მუნიციპალიტეტებში ხონში,სამტრედიაში,
ტყიბულში, წყალტუბოში, ვანსა და თერჯოლაში.
გარემოს ეროვნული საგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი
მიმდინარე წლის 23 ნოემბრის ჩათვლით შენარჩუნდება, ხოლო 24 ნოემბრიდან
ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და +9 – + 14° იქნება.
მასალის გამოყენების პირობები