ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ,
გამვლელ ქალბატონს ფიცარი დაეცა და თავის არეში დაზიანებები
მიყენა.
თვითმხილველების თქმით, ფიცარი მშენებარე ტაძრის ხარაჩოდან
ჩამოვარდა.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
"ტაძრის მიდებარე ტერიტორიაზე მიდიოდა ქალი, ამ დროს მშენებლობიდან
ფიცარი გადმოვარდა და თავში დაეცა," - აცხადებენ თვითმხილველები.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც
დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე დაწყებულია
წინასწარი მოკვლევა.
რეზი ბურჯანაძე
მასალის გამოყენების პირობები