ქუთაისის მერია 2016 წლის 31 დეკემბრისთვის 800 ცალი გოზინაყის
დამზადებაზე ტენდერს აცხადებს.
შემსყიდველმა საახალწლო ტკბილეულის მიწოდება საკუთარი სახსრებით უნდა
უზრუნველყოს.
გარდა ამისა, ქუთაისის მერია საახალწლოდ რამდენიმე ღონისძიების
ორგანიზებას გეგმავს. მათ შორის, 10 წუთიან ცეცხლოვან შოუს,
კოსტუმირებულ და თოჯინურ წარმოდგენას ბავშვებისთვის,
ოჩოფეხებისა და მედოლეების შოუს და ფაეტონით გასეირნებას ქალაქის
ცენტრალურ ქუჩებში.
საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობა
17 000 ლარს გადაიხდის.
მერიას უკვე გამოცხადებული აქვს
79 700 ლარიანი ტენდერი საახალწლო
მორთულობების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის.
საახალწლო აქსესუარების შეძენისთვის გამოცხადებული ელექტრონული
შესყიდვა კი უკვე დასრულდა.
47 777 ლარის ღირებუოების, 145 სხვადასხვა ფერის, ზომისა და
ფუნქციის მანათობელ აქსესუარს, ელექტრონულ შესყიდვაში გამარჯვებული
ინდ.მეწარმე კობა ჯღარკავა შეისყიდის.
ქუთაისის რეაბილიტირებულ უბანში, 2016 წლის 30 დეკემბრიდან 2017 წლის
15 იანვრამდე საახალწლოდ
"საბავშვო ქალაქი" მოეწყობა.
მასალის გამოყენების პირობები