მე–9 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილება ცნობილია, რის შემდეგაც
დეპუტატებმა ფიცი დადეს.
ფიცის დადების ცერემონია საქართველოს ჰიმნის თანხლებით შესრულდა.
პარლამენტმა 150-ვე ახალარჩეული წევრის უფლებამოსილება ცნო. დროებითი
სამანდატო კომისიის დადგენილების პროექტი საკანონმდებლო ორგანომ 146
ხმით მიიღო.
მე-9 მოწვევის პარლამენტში "ქართული ოცნება - დემოკრატიული
საქართველო" 115 დეპუტატითაა წარმოდგენილი, 27 დეპუტატი ჰყავს "ერთიან
ნაციონალურ მოძრაობას", 6 დეპუტატისგან შედგება "პატრიოტთა
ალიანსი".
რაც შეეხება "თოფაძე - მრეწველებს", პარტიას ერთი მაჟორიტარი დეპუტატი
ჰყავს. ასევე, პარლამენტის დეპუტატის მანდატი აქვს საინიციატივო
ჯგუფის სახელით არჩეულ სალომე ზურაბიშვილს.
მასალის გამოყენების პირობები