ქუთაისის მერიაში ორენოვანი ფოტოალბომის "ქუთაისი გუშინ, დღეს, ხვალ"
პრეზენტაცია გაიმართა.
მასში თავმოყრილის ინფორამაცია ქუთაისის ისტორიის, კულტურის,
ისტორიული ძეგლების, მუზეუმების, თეატრების, სამზარეულო კულტურის,
ქალაქის ტურისტული პოტენციალისა და განვითარების სამომავლო
პერქსპექტივების შესახებ.
ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურში აღნიშნავენ, რომ ქალაქის შესახებ
მსგავსი შინაარსის ინფორმაციული წიგნი, საბჭოთა პერიოდის შემდეგ არ
გამოცემულა.
"30 წელია მსგავსი შინაარსის გამოცემა ჩვენი ქალაქის შესახებ არ
ყოფილა, რომელშიც მოთხრობილი იქნებოდა სამეცნიერო–პოპულარულ თემაზე
ქალაქის ისტორია, აწმყო და მომავალი, ამიტომაც წიგნი, პირობითად, სამ
ნაწილად არის დაყოფილი," – აღნიშნავს კულტურის განყოფილების მთავარი
სპეციალისტი, თამთა თურმანიძე.
ქუთაისის მერის ინფორმაციით, მომავალში წიგნი გაზრდილი ტირაჟით,
რეგულარულად გამოიცემა.
ფოტოალბომი "ქუთაისი გუშინ, დღეს, ხვალ" მერიის კულტურის სამსახურის
მიერ დაიბეჭდა.
მასალის გამოყენების პირობები