ქუთაისის ტურსტულ–საინფორმაციო ცენტრი ააიპი ორგანიზაციად დაფუძნდა.
ქუთაისის ვიცე–მერის კოტე ქავთარაძის თქმით, ცენტრი ადგილობრივი
თვითმმართველობის დაფინანსებაზე გადავა, მაგრამ პირველ ეტაპზე მისი
ხარჯები 20 000 ლარს არ გადააჭარბებს.
ტურისტული ცენტრი მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა გაიხსნას.
თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ შენობაში კაპიტალური
სამუშაოები უკვე დასრულებულია და ცენტრის გახსნა
დეკემბრის ბოლომდე იგეგმება.
"ტექნიკური საკითხებია მოსაგვარებელი და დეკემბრის ბოლოსთვის
გავხსნით",–აცხადებს კოტე ქავთარაძე.
რაც შეეხება კადრებს, ქუთაისის მერი შოთა მურღულია აცხადებს, რომ
ცენტრში მერიის შენობაში არსებული ტურისტული მომსახურების ცენტრის
თანამშრომლები გადავლენ.
ქუთაისის მერიამ ტურისტული ცენტრისთვის რუსთაველის #9–ში, ლუდსახარში
"მირზაანის" ყოფილი შენობა გასულ წელს შეიძინა. ტურისტული ცენტრის
მოსაწყობად კი ტენდერი მიმდინარე წლის მაისში გამოაცხადა.
შენობაში სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "პარმა
მასალის გამოყენების პირობები