ქუთაისის ტურსტულ–საინფორმაციო ცენტრი მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა
გაიხსნას.
ქუთაისის ვიცე–მერის კოტე ქავთარაძის თქმით, შენობაში მიმდინარე
კაპიტალური სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
"ტექნიკური საკითხებია მოსაგვარებელი და დეკემბრის ბოლოსთვის
გავხსნით",–აცხადებს კოტე ქავთარაძე.
მისი თქმით, ცენტრი ჯერ ააიპი დაწესებულებად ჩამოყალიბდება და
მომავალი წლის ბიუჯეტში ამ მიზნით თანხის გათვალისწინებაც მოხდება,
რაც მინიმალური იქნება და 20 000 ლარს არ გადააჭარბებს.
რაც შეეხება კადრებს, ვიცე–მერის განცხადებით, პირველ ეტაზე ადგილზე
ქუთაისის მერიის შენობაში არსებული ტურისტული
მომსახურების ცენტრის თანამშრომლები გადაინაცვლებენ და ხარჯებიც
მანამდე არ გაიზრდება, ვიდრე ცენტრს საკუთარი შემოსავალი არ
გაუჩნდება.
"ჯერ რაღაც შემოსავალი უნდა მოიტანოს. მანამდე არც თანამშრომლების
რაოდენობა და არც დაფინანსება არ გაიზრდება",–აცხადებს კოტე
ქავთარაძე.
ქუთაისის მერიამ ტურისტული ცენტრისთვის რუსთაველის #9–ში,
ლუდსახარში "მირზაანის" ყოფილი შენობა
გასულ წელს შეიძინა. ტურისტული ცენტრის
მოსაწყობად კი ტენდერი
მიმდინარე წლის მაისში გამოაცხადა.
შენობაში სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია
შპს "პარმაღი" 162 000 ლარის სანაცვლოდ
ახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები