ქუთაისში, ლადო ასათიანის ქუჩაზე წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების
გაჭიანურების გამო, კრიტიკას პასუხობს ქუთაისის მერია.
ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ სამუშაოებს ქუთაისის მერია
არ ახორციელებს, შესაბამისად, ადგილობრივი ხელისუფლება მისი
შესრულების ვადებზე პასუხისმგებლობას არ იღებს.
"თვითმმართველობა სამუშაოების ვადებზე პასუხს არ აგებს. ასათიანის
ქუჩაზე სამუშაოები მართლაც გაჭიანურებულია, რომელზეც პასუხისმგებლობა
ფირმა "
smk"-ს ეკისრება. აღნიშნული ფირმის მენეჯმენტი
ცოტა ხნის წინ სწორედ გაჭიანურებული სამუშაოების გამო შეიცვალა.
პრობლემის მოგვარების ხელშეწყობის მიზნით, ქუთაისის მერიამ სამი დღით
მთლიანად გადაკეტა ქუჩა, რათა დროულად მოხდეს სამუშაოების
დასრულება",– ნათქვამია ქუთაისის მერიის პრესსამსახურის მიერ
გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ამჟამად წყლის მოსახლეობაში
გადაყვანა ხორციელდება და თუ კომპანიას სამუშაოების დასასრულებლად
სამი დღე არ ეყოფა, მერია ვადის გაგრძელებაზე გადაწყვეტილებას
მიიღებს.
ადგილობრვი თვითმმართველობის ინფორმაციით, ასათიანის ქუჩაზე გზის
საფარი წყლის სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიგება, რასაც ასევე
"
smk" განახორციელებს.
ასათიანის ქუჩა სამი დღის წინ გადაიკეტა. საქალაქო ტრანსპორტი,
რომელიც ასათიანის ქუჩით გადაადგილდებოდა, ამ დრომდე შემოვლით გზით
სარგებლობს.
მასალის გამოყენების პირობები