ქუთაისში 45 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად
მოკლეს.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. თვითმხილველთა თქმით,
მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე
მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე
108-ე მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები