ახალი ამბები
ზვარეში მუშების ცემის ფაქტის გასაპროტესტებლად მოსახლეობა იკრიბება
FaceBook

ხარაგაულის სოფელ ზვარეში ნაცემი მუშების ფაქტზე დროული გამოძიების მოთხოვნით ადგილობრივი მოსახლეობა იკრიბება



ისინი ჩინური კომპანიის "ჩინეთის 23- ე ბიუროს" წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მუშებს შორის მომხდარ დაპირისპირებას აპროტესტებენ.

"ჩემი ხარაგაულის" ჟურნალისტის ნინო კაპანაძის ინფორმაციით, დაპირისპირება გუშინ დაიწყო, როდესაც ადგილობრივ მცხოვრებლებს გვირაბის ტერიტორიაზე შეშა გადაჰქონდათ.

"ადგილბრივებს ტყიდან შეშა მოჰქონდათ და ჩინური კომპანიის წარმოადგნლემბმა უთხრეს, რომ მასალები მათ ეკუთვნოდათ, რასაც დაპირისპირება, შემდეგ კონფლიქტში იქვე მყოფი ადგილობირივი მუშებიც ჩაერია," - ამბობს "ჩემი ხარაგაულის" ჟურნალისტი ნინო კაპანაძე.

ჟურნალისტის ცნობით, დაპირისპირების გასაპროტესტებლად და საქმის სამართლიანად გამოძიების მოთხოვნით ადგილობრივები სოფელ ზვარეში შეკრებას აპირებენ.

რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის აპარატის უფროსის პაატა ნინუას თქმით, 2დღიანი დაპირისპირების შედეგად სულ 8 ადამიანი დაზარალდა.

"გუშინ საღამოს კომპანიაში დასაქმებული ორი პირი და ორი ადგილობრივი მცხოვრები სცემეს, დაზრალებულები მძიმე საგნითაა ნაცემი თავის არეში," - ამბობს ნინუა.

მისივე ინფორმაციით, დაპირისპირება დღესაც გაგრძელდა, რის შედეგადაც კიდევ ოთხი პირი დაზარალდა.

"კომპანიის წარმომადგენლები შეიარაღებული იყვნენ მძიმე საგნებით, არმატურით, ნაჯახებით და ალყაში მოაქციეს გაფიცული ადგილობრივი მუშები," - აცხადებს ნინუა.

დაშავებულები ამ დროისთვის ხარაგაულის სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.

ხარაგაულის გამგეობაში "ქუთაისპოსთან" საუბარში ადასტურებენ დაპირისპირების ფაქტს თუმცა განმარტავენ, რომ მათთვის კონფლიქტის მიზეზები უცნობია.

"კონფლიქტის მიზეზებს გამოძიება დაადგენს," - ამბობს ხარაგაულის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით დევდარიანი.

შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხარაგაულში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე, ცემის მუხლითაა დაწყებული.

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 29
ნოემბრის დღის პირველ ნახევრამდე ცივი და ნალექიანი ამინდია
მოსალოდნელი.
10:34 / 25.11.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 29 ნოემბრის დღის პირველ ნახევრამდე ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.