ახალი ამბები
შოთა მურღულია მოსახლეობას „ქართული ოცნების“ კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
FaceBook
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს სხდომაზე მოსახლეობას "ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.


მისი თქმით, მოსახლეობამ ისეთი მაჟორიტარები უნდა აირჩიოს, ვისაც შანსი აქვს, რომ ქალაქს განვითარებაში დაეხმაროს და არა ისინი, ვინც, ხელისუფლებასთან ოპოზიციაში ყოფნის გამო, ქალაქისთვის არაფერს არ ან ვერ გააკეთებს.

"რთული გამოსაცნობი არ არის, რომ მე მხარს ვუჭერ იმ გუნდის კანდიდატებს, რომელსაც წარმოვადგენ. ამ ქალაქს მომდვნო 4 წლის განმავლობაში სჭირდება ისეთი მაჟორიტარები, რომლებიც დაეხმარებიან ქალაქს განვითარებაში, შეიმუშავებენ ქალაქისთვის ინიციატივებს და ექნებათ მათი პარლამენტში გატანის ძალა.
ის მაჟორიტარები გვჭირდება, რომლებიც ცენტრალურ ხელისუფლებასთან ურთიერთობის თვალსაზრისით კიდევ ურო გამაძლიერებენ და უფრო მეტი დაფინანსების მოპოვებაში დაგვეხმარებიან. აი ასეთი მაჟორიტარები სჭირდება ქალაქს და არა ისეთები, რომლებმაც თვიდანვე იციან, რომ რომ ოპოზიციაში იქნებიან, იციან, რომ ერთი თეთრის საქმეს ვერ გაუკეთებენ 4 წლის განმავლობაში ქალაქს.

ამ თვალსაზრისით მივმართავ მოსახლეობას - ავირჩიოთ ის, ვისაც თეორიული და პრაქტიკული შესაძლებლობები აქვს იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი წინ წაწიოს და არ ავირჩიოთ ის, ვინც ვიცით, რომ 4 წლის განმავლობაში ან არ გააკეთებს, ან ვერ, გამომდინარე იქედან, რომ ის არ იქნება გუნდის წევრი",-განაცხადა მურღულიამ.

საკრებულოს სხდომაზე, მეორე ტურში  "ქართული ოცნების" კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოსახლეობას საკრებულოს დეპუტატებმაც მოუწოდეს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.