ქუთაისში, თამარ მეფის #14–ში არსებული ვასილ ამაშუკელის მონუმენტი
დააზიანეს.
შემთხვევა, დაახლოებით, 1 კვირის წინ მოხდა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, პირი, რომელმაც მონუმენტი დააზიანა,
არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მან ძეგლის ფოტოაპარატი
დააზიანა. ნივთი, ამჟამად, ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ აღნიშნულ
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლის პირველი
ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას
გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი დადგენილია და ამ
დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
სისხლის სამართლისკოდექსის მიხედვით, ამ დანაშაულის ჩადენის გამო,
ბრალდებული პირი ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო
შრომით ვადით 100-დან 180 საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით
ერთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე.
მასალის გამოყენების პირობები