ქუთაისში, 2016 წლის 23 ნოემბერს "შემოდგომის ფესტივალი" მონ პლეზირის
თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
ღონისძიების მოწყობაზე ქალაქის მერიამ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს 8
822 ლარიანი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სახელმწიფო შესყიდვაში
წინადადებების მიღება 29 ოქტომბერს დაიწყდება.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, "შემოდგომის ფესტივალის"
ფარგლებში, გამარჯვებულმა მონ პლეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორია
შემოდგომის თემატიკის შესაბამისად უნდა მორთოს. მიმწოდებელმა
ორგანიზება უნდა გაუკეთოს საშემოდგომო ფესტივალს ამავე ტერიტორიაზე,
სადაც მოადუღებენ თათარას და ამოივლებენ ჩურჩხელებს.
პარალელურად, უნდა გაიმართოს ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის წარმოდგენა
და გათამაშდეს ქუთაისის ისტორიისა და კულტურის ამსახველი
პერფორმანსი.
აგრეთვე, გამოიფინება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
დიზაინის სპეციალობის სტუდენტების მიერ შესრულებული ნამუშევრები
თექაში, ბატიკასა და გობელენში. ჩატარდება შესაბამისი მასტერკლასი და
იმერული ღვინის დეგუსტაცია.
მასალის გამოყენების პირობები