ქუთაისში ავარიის დროს დაშავებული მძღოლი "ქართული ოცნების"
მაჟორიტარობის კანდიდატის, დიმიტრი მხეიძის ოჯახისწევრია.
ავტოსაგზაო შემთხვევა თაბუკაშვილის ქუჩაზე
მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს დილის საათებში მოხდა.
დაშავებული BMW მარკის ავტომობილის მძღოლი დიმიტრი მხეიძის
მეუღლის მამაა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მას ორივე ფეხი და
ხელი დაუზიანდა.
ადგილზე მყოფები ავარიის გამომწვევ მიზეზად ძაღლს ასახელებენ. როგორც
ისინი ყვებიან, ძაღლი ავტომობილს მოძრაობის დროს საბურავებში შეუხტა,
რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახურის ცნობით, საქმეზე
გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის I ნაწილით
მიმდინარეობს, რაც მძღოლის მიერ მოძრაობის უსაფრთხოების ან
ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს , რამაც ჯანმრთელობის
ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები