აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პროფესიულ პროგრამებზე
საშემოდგომო მიღება გამოაცხადა.
10 საგნობრივ და 9 მოდულურ პროგრამაზე სტუდენტებს სწავლა უფასოდ
შეეძლებათ.
საგნობრივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით დაინტერესებული
პირები სხვადასხვა პროფესიებს დაეუფლებიან.
მცირე ბიზნესის მწარმოებელი (წერეთლის უნივერსიტეტის
ფოთის ფილიალი)
სოფლის მეურნეობის ბიზნესის მწარმოებელი
აგროლოჯისტიკის ოპერატორი
მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსი
ელექტრიკოსი
სავალი ნაწილების ტექნიკოსი
სამაცივრე მოწყობილობების ტექნიკოსი
ძრავის შემკეთებელი
ავტომობილის შეკეთების ელექტრიკოსი
საავტომობილო გზებისა დ აეროდრომების მშენებელ
ტექნიკოსი
საგნობრივ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სულ 175 სტუდენტი
ისწავლის.
რაც შეეხება მოდულურ პროფესიულ პროგრამებსმ აქ მსურველებს 9
სხვადასხვა პროფესიიდან, მათთვის სასურველის არჩევა შეუძლიათ.
დეკორატიულ-გამოყენებითი ქსოვილების სპეციალისტი
ფეხსაცმლის და ტყავის აქსესუარების სპეციალისტი
ტანსაცმლის მხატვრული კონსტრუირების სპეციალისტი
ავეჯის კონსტრუირების სპეციალისტი
საბაჟო საქმის სპეციალისტი
სარეკლამო აგენტი
სასტუმროს საქმის სპეციალისტი
სატრანსპორტო ლოჯისტიკის ოპერატორი და სისტემების
ადმინისტრატორი
წერეთლის უნივერსიტეტში ამ სპეციალობებზე სულ 180 სტუდენტი
მიიღება.
მსურველთათავის ზედა ასაკობრივი ზღვარი შეზღუდული არ არის. მათ
რეგისტრაციის გავლა მიმდინარე წლის 3-დან 16 ოქტომბრის ჩათვლით
უნივერსიტეტში, სტუდენტთა აღრიცხვის და მომსახურების განყოფილებაში,
ასევე, საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ყველა რესურს და საინფორმაციო
ცენტრებში შეუძლიათ.
წერეთლის უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე
მიღებული 355 სტუდენტის სწავლის თანხას, რომელიც თითოეული
მათგანისთვის 2 250 ლარს შეადგენს, სახელმწიფო დააფინანსებს.
მასალის გამოყენების პირობები