ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, დაჭრილი გოგონა და მისი მეუღლე ერთი
კვირის წინ დაქორწინდნენ.
ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცის მიერ მეუღლეს დაჭრის ფაქტზე
პროკურატურაში კომენტარს არ აკეთებენ.
როგორც უწყებაში "ქუთაისიპოსტს" განუცხადეს, შემთხვევის შესახებ
ინფორმაციას დღის განმავლობაში გაავრცელებენ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ ღამით ქუთაისში მამაკაცმა
მეუღლე იარაღით თავის არეში დაჭრა.
24 წლის ახალგაზრდა ქალი მკურნალობას ქუთაისის ინტერვენციული
მედიცინის ცენტრში გადის, თუმცა პაციენტის მდგომარეობის თაობაზე
მედიკოსები კომენტირებისგან თავს იკავებენ.
ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, დაჭრილი გოგონა და მისი მეუღლე ერთი
კვირის წინ დაქორწინდნენ.
არაოფიციალური ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც მეუღლე დაჭრა,
პოლიციის თანამშრომელია.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.
მასალის გამოყენების პირობები