ქუთაისის ცენტრალურ ბაღში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის
პროექტის ამსახველი ბანერები დადგეს.
ბანერები ქუთაისის მერიის ნებართვით განთავსდა.
მუხნარის მიმდებარე ტერიტორიაზე საუნივერსიტეტო ქალაქის
მშენებლობის პრეზენტაცია,
მიმდინარე წლის 12 სექტემბერს
გაიმართა.
პროექტის მიხედვით, 140 ჰექტარზე, 60 000 სტუდენტისთვის,
თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი
უნივერსიტეტი აშენდება.
მშენებლობას სრულად აფინანსებს ფონი "ქართუ".
უნივერსიტეტმა სტუდენტთა პირველი ნაკადი 2019 წელს უნდა
მიიღოს.
მასალის გამოყენების პირობები