ახალი ამბები
ადგილობრივი თუ ცენტრალური ბიუჯეტი – ვინ დააფინანსებს ქუთაისის სახელმწიფო თეატრებს
FaceBook

ქუთაისში არსებული სახელმწიფო თეატრები, შესაძლოა, ადგილობრივის ნაცვლად, ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდეს.


საუბარია, მესხიშვილის სახელობის, ოპერისა და თოჯინების თეატრზე. ეს ცვლილება მთავრობის მიერ სსიპ-ების მიმართ განახლებული პროექტის შესაბამისად მოხდება.

მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ უკვე იციან ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში. თეატრის დირექტორის, თორნიკე მარჯანიშვილის თქმით, მოლაპარაკებებში კულტურის სამინისტროა ჩართული და საკითხზე კონსულტაციებისთვის უწყების წარმომადგენლები თეატრში უკვე იმყოფებოდნენ.

"საუბარია მომავალი წლიდან ამ ცვლილებებზე. ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არაფერია. მხოლოდ განხილვა მიმდინარეობს",-აცხადებს თორნიკე მარჯანიშვილი.

მისი თქმით, თეატრის მწირი ბიუჯეტისთვის, რომელიც 950 000 ლარს შეადგენს, ეს პოზიტიური ცვლილება იქნება.

50 000 ლარით მეტია ლადო მესხიშვილის დრამატული თეატრის დაფინანსება. ადგილობრივ ბიუჯეტში ამ მიზნით 1 40 000 ლარია გამოყოფილი. აქედან, 750 000 ლარი ფიქსირებული თანხაა, ხოლო დანარჩენით შემოქმედებითმა ჯგუფმა 5 პრემიერა უნდა დადგას.

ადგილობრივი ფინანსური რესურსი საკმარისად არ მიაჩნია არც იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრის ხელმძღვანელს ლევან გაბრიჭიძეს, რომელიც ამბობს, რომ თეატრები ქალაქისთვის ერთგვარი ტვირთია.

"თეატრები ქალაქისთვის არის ტვირთი. უამრავი პრობლემაა აქ ისედაც. ამიტომ, სახელმწიფომ უნდა აიღოს ფინანსური პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, რადგან მას შეუძლია ეს უფრო ეფექტურად განახორციელოს, ვიდრე ადგილობრივ ხელისუფლებას ",-აცხადებს გაბრიჭიძე.

ამ დრომდე სამივე თეატრისთვის ქუთაისის მერიის მიერ გაწეული ფინანსური ხარჯი კომუნალურ გადასახადებსა და სახელფასო ფონდს ხმარდება.

რაც შეეხება ქალაქის თეატრალურ ცხოვრებაში სახელმწიფოს ფინანსურ მონაწილეობას, ცენტრალური ბიუჯეტი მათ მხოლოდ კონკრეტულ პროექტით გათვალისწინებულ სპექტაკლებს უფინანსებს.

მაგალითად, თოჯინების თეატრს მიმდინარე წელს სამი სპექტაკლის დასადგამად 15 000  ლარი გადასცეს.

რა ტიპისა და მასშტაბების ვალდებულების აღებას აპირებს სახელმწიფო ჯერ-ჯერობით უცნობია. იმის მიუხედავად, რომ პროექტზე ღიად საუბრობენ თეატრების ხელმძღვანელები, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე კომენტარს ვერ გააკეთებენ. უწყების ინფორმაციით, პროექტი განხილვის ეტაპზეა.

მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია არც მთავრობის ადმინისტრაციაში აქვთ. 

არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო თეატრების ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე გადასვლა, 2017 წლიდან უნდა მოხდეს.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ რომ პარლამენტის მიერ საკუთარი
უფლებამოსილების ცნობა, რასაც დღეს ოცნება აპირებს უკანონოა“, -
აღნიშნა იურისტმა ვახუშტი მენაბდემ.
13:10 / 25.11.2024
„უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ რომ პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ცნობა, რასაც დღეს ოცნება აპირებს უკანონოა“, - აღნიშნა იურისტმა ვახუშტი მენაბდემ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 29
ნოემბრის დღის პირველ ნახევრამდე ცივი და ნალექიანი ამინდია
მოსალოდნელი.
10:34 / 25.11.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 29 ნოემბრის დღის პირველ ნახევრამდე ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.